რა ხმაურია? რეალმა მოიგო!

Home სიახლეები რა ხმაურია? რეალმა მოიგო!
რა ხმაურია? რეალმა მოიგო!

უეფას ვებ-გვერდზე 9 მილიონამდე ქომაგის მიერ მიცემული ხმებით შედგა 2017  წლის გუნდი, რომელშიც „რეალის“ 5 ფეხბურთელია:

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) – მეხუთედ მოხვდა უეფას გუნდში და მხოლოდ იკერ კასილასს (6) ჩამორჩება. ყველაზე მხცოვანია (39 წლის) ვინც ამ გუნდში ყოფილა.

დანი ალვეში (პსჟ ) – მეხუთედაა  და გაუტოლდა ჟერარ პიკეს და ფილიპ ლამს.

სერხიო რამოსი (რეალი) – ზედიზედ ორი წელია, მცველებში ყველაზე მეტ ხმას აგროვებს. მეშვიდედაა წლის გუნდში, რაც რეკორდია მცველისთვის.

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი) – მეექვსე ცდაზე  და პირველად მოხვდა რჩეულებში.

მარსელო (რეალი) – 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა. ხმების რაოდენობით მხოლოდ რამოსს ჩამორჩა.

კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – პირველი სიტელია უეფას წლის გუნდში.

ტონი კროოსი (რეალი) – ზედიზედ ექვსი წელია ამ გუნდში არის სულ მცირე ერთი გერმანელი.

ლუკა მოდრიჩი (რეალი) – მეორედ მოხვდა ქომაგთა რჩეულებში და ერთადერთი ხორვატია ვისაც ეს პატივი ერგო.

ედენ აზარი (ჩელსი) – პირველი ჩელსელია აქ ეშლი კოულის (2011) შემდეგ. აზარი და დე ბრუინი პირველი ბელგიელები არიან ამ თერთმეტეულში.

ლიონელ მესი (ბარსელონა) – მეთერთმეტედაა უეფას გუნდში.

კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) – ყველაზე მეტჯერ, მეთორმეტედაა და აქედან ზედიზედ 11-ჯერ.