სტადიონზე მოსახვედრად ზოგჯერ კაცი ნემსის კი არა, კედლის ყუნწში გაძვრება. სად აქვს კედელს ყუნწი? არგენტინაში „ბოკა ხუნიორსის“ „ლა ბომბონერას“ ჰქონია. ოღონდ ისეთიც არა, რომ ყველა გაეტიოს.
29 ოქტომბერს „ბოკა“- „ბელგრანოს“ მატჩის შესვენებაზე მასპინძელთა მავან ფანს, რომელიც პირველ ტაიმში ერთ ტრიბუნაზე მჯდარა, სხვა ტრიბუნაზე გადასვლა განუზრახავს. გრძელი გზის შემოკლება გახვრეტილ კედელში გაძვრომით გადაუწყვეტია, თავი და ნახევარი ტანიც გაუტევია და გაჭედილა.

ჩაავლეს ძმაბიჭებმა ფეხებში და ხან იქით და ხან აქეთ, მაგრამ „ბომბონერას“ რას გახერხავდნენ. დრო ვინ დაინიშნა არ ვიცით, თუმცა ერთი წყაროს ცნობით, ექვსი წუთის განმავლობაში აქლიბინეს ბეტონი და ბოლო-ბოლო გამოაძრეს.
„ბოკამ“ 4:0 მოიგო, ბიჭისა და კედლის შეხვედრაში კი, როგორც მიმოხილვიდან შეიტყვეთ, პირველი ტაიმი კედელმა მოიგო, მაგრამ მხერხავებმა 6 წუთში შემოატრიალეს და დამაჯერებლად დაამარცხეს ტაქტიკით – „და ვერავითარი ბეტონი ჩვენ ვერ გაგვიძლებს!“
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
