გაიგე? ეს რა მომხდარა. რა მომხდარა? აი, მარადონას და კანიჯას გაპარვა გადაუწყვეტიათ? რა გაპარვა? ეგენი აწი ან კაიფში, ან ძილში თუ გაიპარებიან. არა კაცო. იპარებიანო, ოჯახი უნდა შევქმნათო. ვერ გავიგე. რა ვერ გაიგე? კანიჯას პასპორტის გამოცვლა უნდაო, კლაუდიო მერქვა და კლაუდია უნდა გავხდეო. ვაჰ, ის კლაუდიო აღარა ვარო? არაო? აბა ვინა ვარო? კლაუდია მარადონაო. და...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
გაიგე? რა? გაზა გამოწერილა. საიდან? ლოთობის გადამჩვევი ცენტრიდან. იქ რა უნდოდა? ლუდის სმას გადააჩვიეს. ლუდის სმას რა გადაჩვევა უნდა? ნდომებია, ხომ ხედავ? მაშინ, მთელი ჩვენი ქვეყანა იქ უნდა მოგვათავსონ, ეჰ, იტყვია რაღა. სად ჩვენ და სად ისინი. რა ამბავში? კაი ბიჭობის ამბავში. ჰო, მართალი ხარ, ჩვენი კაცობის უროვენი სხვაა. იმათ მარტო თამაში იციან. ჩვენ კიდევ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– ძმობილო, ტრანსფერი რა არის? – აღარ გაიმეორო ეგ საშინელი სიტყვა. -რატომ? – იმიტომ, რომ ქვეყნად არ არსებობს მაგაზე საშინელი სიტყვა. – მართლა? აბა, ტელევიზორში რომ ამბობენ და არ რცხვენიათ? – რას ამბობენ ტელევიზორში? – ტრანსფერი შედგაო. – ჰოდა, სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი უბედურება. – დაახლოებით რას ჰგავს ეგ ტრანსფერი? – დაახლოებით… აი, ერთი...
ბობი
რობერტ (ბობი) ჩარლტონი ოქროს ბურთის მფლობელი- 1967 დაიბადა 1937 წლის 11 ოქტომბერს ინგლისის ქალაქ აშინგტონში. თავდამსხმელი კლუბები: „პრესტონი“ (ინგლისი, 1952-53), „მანჩესტერი“ (ინგლისი, 1953-1973), „პერსტონი“ (1973-75) ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 1966. ნაკრებში 106 მატჩში მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – 1966. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1968. ინგლისის ჩემპიონი – 1956, 57, 65, 67. ინგლისის თასი –...
მიკი მაუსი
კევინ კიგანი ოქროს ბურთის მფლობელი – 1978,1979 დაიბადა 1951 წლის 14 თებერვალს ინგლისის ქალაქ დონკასტერში თავდამსხმელი კლუბები: „სკანტროპი“ (ინგლისი, 1968-71), „ჰამბურგი“ (გფრ, 1977-80), „საუთჰემპტონი“ (ინგლისი, 1980-82), „ნიუკასლი“ (ინგლისი, 1982-84). ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი – 1973, 76, 77, ინგლისის თასი – 1974. გფრ-ის ჩემპიონი – 1979, ჩემპიონთა თასი – 1977, უეფას თასი – 1973, 76. ნაკრებში 63...
სად გაყიდა ინტერმა რონალდო, რონალდო და რონალდო?
მადრიდის „რეალმა“ ბოლოს და ბოლოს შეძლო კრისტიან ვიერის ყიდვა, ოღონდ ძვირი დაუჯდა: 30 მილიონ დოლარს პლუს რობერტო კარლოსი, მიჩელ სალგადო და რაული. გარიგების თანახმად პირველი „იუვენტუსში“ გადავიდა, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედში“, ხოლო მესამე „ბარსელონაში“. 30 მილიონი „პარი სენ ჟერმენის“ ანგარიშზე ჩაირიცხა. სანაცვლოდ, „ინტერმა“ „მიდლსბროში“ გაყიდა რონალდო, „არსენალშიც“ გაყიდა რონალდო და „პარმაშიც“ გაყიდა რონალდო, რასაც „ლაციოს“ ანგარიშზე...
კაცი ბრონქსიდან
ოთხმოცდათხუთმეტი წლისა, სამზრუნველო სახლში გარდაიცვალა ჯეკ ლამოტა. ყველა იმ ადამიანს, რომლსაც კრივის ისტორიის წიგნები გადაუფურცლავს, ამ სახელის გაგონება ყოველთვის მიაბრუნებს სამუდამოდ გამქრალი დროებისკენ დიდი, მშფოთვარე ნიუ იორკისა, ძველი საკირვო სურნელით გაჯერებული ფიცარნაგებისა და შავ-თეთრი კინქორონიკსაკენ. იმ წარმოუდგენელი, რთული და მიმზიდველი სამყაროსკენ, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო ოცდამეერთე საუკუნესთან. ჯეკ ლამოტა ამ სამოცდაათი წლის წინათ იყო მსოლფიო ჩემიონი...
კირსანი არაყს ჩამოდგამს
ასე გამოვიდა, რომ ამ ჩვენი „სარბიელის“ მესვეტედ ვიქეც და ამიერიდან ამ გვერდზე ამ ადგილს დავიჭერ ხოლმე. მინდა, ორი რამ სიტყვა მოგაშველოთ, წინა კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბის გამო – ყმაწვილი ყალმუხი მსოფლიო ჭადრაკის თავკაცად რომ აირჩიეს, ქალაქ პარიზში. კირსან ილუმჟინოვი გაგეგონებათ, იგი პრეზიდენტია (მგონი სამარდჟამოდაც არჩეული) რუსეთში შემავალი ქვეყნისა, რომელსაც ყალმუხეთი ჰქვია. ეს ყალმუხეთი ჩვენთვის ცნობილია,...
საბონისმა რა ჰქმნა
1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკ-ა კაუნასის “ჟალგირისის” წინააღმდეგ! ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის...
ბალის ათბალიანმა მიწისძვრამ ორმოც წუთს გაძლო
ფეხბურთი იმისაა, რომ უნდა იკამათო, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც ფეხბურთში არ კამათობენ. მაგალითად, არ კამათობენ იმაზე, რომ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრები ყველაზე ლამაზი ბრაზილიის ნაკრები იყო და ალბათ ყველაზე ესთეტიკური გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. და ასეთ ბრაზილიას საბჭოთა კავშირის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე გადაეყარა – ეს მათი პირველი მატჩი იყო ესპანეთი 82-ზე. მთელი საქართველო და...






