პროფესიონალურ კრივს არაერთი სახელოვანი და დაუმარცხებელი მოჩხუბარი ჰყოლია, მხოლოდ მაიკ ტაისონის ან ფლოიდ მეივეზერის ხსენება რად ღირს. უპრიანი იქნება თუ მათ რიცხვში მენი პიკაიოსაც ჩავწერთ. ის თანამედროვე პროფესიონალური კრივის მართლაც რომ გამორჩეული წარმომადგენელია. ისე, რაღა თანამედროვეობის, ფილიპინელი სპორტსმენი ხომ უკვე 40 წლის გახლავთ და რინგზე მუშტების ქნევა პროფესიად გასულ საუკუნეში გაიხადა. მოკლედ, მენი პიკაიო საშუალო...
