შაბათს, 8 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის, IHF-ს ერთა ჩემპიონატი, რომელიც 16 ივნისამდე გასტანს. შეჯიბრებაში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. A ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კუბა, კოლუმბია, აზერბაიჯანი, ინდოეთი; B ჯგუფი: აშშ, ირლანდია, ნიგერია, ბულგარეთი, საქართველო, მალტა; ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ ნახევარფინალებში. A ჯგუფის პირველი შეხვდება B ჯგუფის მეორეს და პირიქით....
