წლის ბრძოლად მონათლულ დაპირისპირებაში სასწორზე ერთბაშად ოთხი საჩემპიონო ქამარი იდო. ლონდონის „ტოტენჰემის“ გადაჭედილი სტადიონი ფავორიტად მასპინძელ ენტონი ჯოშუას თვლიდა, თუმცა ერთი კაცი ამის აშკარად წინააღმდეგი იყო – უკრაინელი ალექსანდრ უსიკი. მან სუპერმძიმე წონაში მოქმედ ჩემპიონს პირველივე რაუნდიდან ცეცხლი დაუნთო და ჯებებით დატანჯა. რამდენიმე დარტყმა იმდენად სერიოზული იყო, ჯოშუა კლინჩში შედიოდა ამოსასუნთქად. ამანაც ვერ უშველა. უფრო...
