ჭდე: 13 მაისი

Home 13 მაისი
ფეიენოორდს პლუს მსაჯი…
ჩანაწერი

ფეიენოორდს პლუს მსაჯი…

1981 წლის 22 აპრილს, როტერდამში, 35 000 მაყურებლის თვალწინ, „ფეიენოორდმა” თბილისში წაგებული 0:3-ის შემოტრიალება სცადა და ამაში ავსტრიელი მსაჯი ფრანც ვიორერი მოიშველია. ის, რაც იმ დღეს ვიორერმა იკადრა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არნახულ უსინდისობად შევიდა, მაგრამ „დინამომ” გაუძლო… თბილისელებმა ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე
ჩანაწერი

თენგიზ სულაქველიძის ვარსკვლავური დღე

1981 წელს, თასების თასის ნახევარფინალში, ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან” პირველი შეხვედრა თბილისის „დინამომ” შინ გამართა და მეტოქეს შავი დღე აყარა — 3:0. ეს იყო თენგიზ სულაქველიძის ბენეფისი. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ითამაშა, სულაქველიძემ ორი გოლი გაიტანა.

ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი
ჩანაწერი

ანზრო გაბიტაშვილი, ბურთის გამტაცებელი

ამას ვერ აღწერ! ეს უნდა ნახოთ! ამის ეგრეთწოდებულ „ლაივში” ნახვა კი ერთ რამედ ღირდა. 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს” მასაჟისტმა, ანზორ გაბიტაშვილმა ფინალის ბურთი გაიტაცა და… ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა!

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!
ჩანაწერი

უდიდესი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!

უდიდესი მატჩი ქართული ფეხბურთის ისტორიაში! 1981 წლის 13 მაისს, ქალაქ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე” თბილისის „დინამომ” იენის „კარლ ცაისს” 2:1 მოუგო და ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი აღმართა.

უდიდესი მნიშვნელობის მატჩი
ჩანაწერი

უდიდესი მნიშვნელობის მატჩი

1981 წლის 4 მარტს თბილისის „დინამომ” ლონდონში, „აპტონ პარკზე”, „ვესტ ჰემს” 4:1 მოუგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც თბილისელებზე უდიდესი გავლენა იქონია. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ თასის მოპოვება შეეძლოთ.

ჩანაწერი

ღრიალა ბანაკის ბედნიერება

„გაისმის მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალური სასტვენის ხმა, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისის დინამოელებმა…“ – განთქმული ქართველი კომენტატორის რუსულად წარმოთქმული ეს სიტყვები იყო პირველი ოფიციალური ნიშანი იმისა, რომ თბილისი აფეთქდებოდა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში“, – კვლავ გადმოვაქართულებთ საზეიმო სიტყვას. დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ კაბინაში მჯდომი კოტე მახარაძე ალბათ ცხადლივ ხედავდა ღამის ქალაქში გამოგლეჯილ ფანჯრებს, წამში გავსებულ ქუჩებს, დაქოქილ...