ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ჩვენებურმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისს 6:4; 7:6 მოუგო. პირველ სეტში გადამწყვეტი მე-10 გეიმი გამოდგა. მანამდე ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას კარგად იყენებდა. ბოლოს ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა და ანგარიშში დაწინაურდა. მეორე სეტის ბოლოსკენ ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს: ჯერ ბასილაშვილმა დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი,...
