ეს ფოტო, რომელიც 1959 წელს თბილისშია გადაღებული, თავისთავად საინტერესო და ისტორიული ღირებულებისაა. ის ძველ „დინამოზეა“ გადაღებული ნახსენები წლის 23 ივნისს, როდესაც „დინამოსთან“ სათამაშოდ ფრანგული „რეიმსი“ ჩამოვიდა. ახალგაზრდა თაობისთვის „რეიმსი“ ისე არ ჟღერს, როგორც ვთქვათ, პსჟ ან „ლიონი“, თუმცა იმ დროს, როდესაც ეს ფოტოა გადაღებული, „რეიმსი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. მეტი რა ვთქვათ: სწორედ...
