„არ მესმის რას აკეთებს რუდი გარსია ნატანთან დაკავშირებით”, — თქვა „ნაპოლის” ისტორიული გუნდის კაპიტანმა ბეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც დიეგო მარადონას დროს „აძურის” დაცვაში თამაშობდა. ის 1987 წელს ნეაპოლელთა პირველი სკუდეტოს მფლობელი გახდა. საუბრის საგანი ზაფხულში „ბრაგანტინოსგან” ნაყიდი ბრაზილიელი მცველის უქმობა გახლდათ. ცენტრალური მცველი, რომელიც თითქოსდა სამხრეთ კორეელი კიმი მინ-ჯაეს ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებოდა, ჯერაც დებიუტს ელის....
