ჭდე: ხოსე ბორდალასი

Home ხოსე ბორდალასი
გამოცდა, რომელიც მამარდაშვილს ჯერ ჩასაბარებელი აქვს
ჩანაწერი

გამოცდა, რომელიც მამარდაშვილს ჯერ ჩასაბარებელი აქვს

გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალედ ათამაშდა და „ვალენსიას“ კარში დაიბრუნა ადგილი. სტატისტიკა მრავლისმეტყველია: მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა 10 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, რომელთაგან 4 ერთ შეხვედრაში გაუტანა „ბარსელონამ“. ბოლო 5 თამაშში კი („მალიორკასთან“, თასზე „ბილბაოსთან“, „ხეტაფესთან“, „ელჩესა“ და „კადისთან“) „ვალენსიამ“ მხოლოდ ერთხელ გაუშვა. თუ სტატისტიკას უფრო ჩავუღრმავდებით, მეტად დავრწმუნდებით, რომ ქართველ მეკარეს წარმატებული პერიოდი აქვს. @ciberchenet- ის...

კედლად აღმართული ქართველი
ჩანაწერი

კედლად აღმართული ქართველი

სულ რაღაც ხუთი ტურის წინ „ვალენსიას“ სეზონში 64 გოლის გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი პროგნოზით „ღამურები“ ათით ნაკლებს გაუშვებენ — წერს ესპანური გამოცემა AS და დასძენს: ფაქტია, რომ გუნდმა გოლების გაშვება შეწყვიტა. სულ რაღაც ხუთი თამაშის წინ, ხოსე ბორდალასის ფეხბურთელები მიღებული გოლების რაოდენობით ლა ლიგაში მესამე ადგილზე იყვნენ. „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხების მერე ამბობდნენ, რომ „ვალენსიას“ ესპანეთის...

გონსალო გედეში რომას უნდა
ჩანაწერი

გონსალო გედეში რომას უნდა

პორტუგალიელი გონსალო გედეში გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია. 25 წლის თავდამსხმელი ის ფეხბურთელია, რომელიც „ვალენსიაში” ჩინებულად თამაშობს. თუკი მიმდინარე სეზონში „ღამურები” რაიმე წარმატებას აღწევენ, დიდწილად მისი დამსახურებაა და ამიტომაც არ იქნება გასაკვირი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მის გამო დიდი ვაჭრობა თუ გაიმართება. ხოსე ბორდალასმა გედეშს „მესტალიაზე” თავი აპოვნინა. „ვალენსიამდე” გედეში „ბენფიკასა” და „პარი სენ ჟერმენში” თამაშობდა. ხოლო კლუბი,...

მატჩის მეფე!
ჩანაწერი

მატჩის მეფე!

„ვალენსიამ” შინ „კადისთან” 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი  ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის” ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა” ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩინებულად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. შეხვედრის ბოლოს ის ეგრეთწოდებულ...

ამ ეტაპზე ფინალის მეკარედ მამარდაშვილი ჩანს
ჩანაწერი

ამ ეტაპზე ფინალის მეკარედ მამარდაშვილი ჩანს

„ვალენსიას“ მეკარეებიდან 23 აპრილს, „ლა კარტუხაზე“ ესპანეთის თასის ფინალში თამაშის ყველაზე მეტი შანსი გიორგი მამარდაშვილს აქვს. 21 წლის ქართველი გასულ ზაფხულს სამარქაფოდ ჩამოვიდა. ის ჯასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკის და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე კაცად მოიაზრებოდა, მაგრამ მისმა პროგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „მამარმა“ ჯერ კიდევ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული გამოიყენა ყველა ბოძებული შესაძლებლობა, ჩაატარა უფრო მეტი...

მამარდაშვილის წილი
ჩანაწერი

მამარდაშვილის წილი

„ვალენსიამ“ „ალავესთან“ სტუმრად 1:2 წააგო. ჩვენთვის ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის გამო იყო საინტერესო. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, მართალია „ღამურები“ დამარცხდნენ, მაგრამ პირადად გიორგიმ კარგად ითამაშა და superdeporte.es-ში გამოყენებულ ფრაზას თუ ვისესხებთ, თავის წილ მეტოქეებს აჯობა. თამაში იმით დაიწყო, რომ „ალავესმა“ უკბილო ვალენსიელებს სახიფათო შეტევა მოუწყო, მამადუ ლოუმი მამარდაშვილის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა,...

მამარდაშვილმა ხელთათმანი იქ აიღო, სადაც დატოვა
ჩანაწერი

მამარდაშვილმა ხელთათმანი იქ აიღო, სადაც დატოვა

გთავაზობთ ესპანური გაზეთის AS-ის ჟურნალისტის ნაჩო სანჩისის წერილს გიორგი მამადრაშვილის შესახებ. მამარდაშვილი კვირას „რეალ სოსიედადთან“ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა. ეს მოხდა მისი ბოლო გამოჩენიდან ხუთი თვის შემდეგ — ამ ხუთი თვის განმავლობაში ის თასზეც კი არ ათამაშეს, — მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მან გოლი არ გაუშვა, ორჯერ ჩინებულად იხსნა კარი და „მესტალიას“ ტრიბუნებზე კვლავ დაიმსახურა აღფრთოვანება და...

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?
ჩანაწერი

ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?

„ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით „რეალ სოსიედადთან“ შინ 0:0 ითამაშა. გუნდს ხუთშაბათს, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „რეალ სოსიედადთან“ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჰკითხეს: — უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ხუთშაბათს „სან მამესზე“ კარში ვის დააყენებთ? ბორდალასმა უპასუხა: — ახლა ამას ვერ ვიტყვი. სულ ვიმეორებ, რომ ჩემი მეკარეების მუშაობით...

ატლეტიკომ ვალენსიას 2:0 მოუტრიალა
ჩანაწერი

ატლეტიკომ ვალენსიას 2:0 მოუტრიალა

ზოგადად, ესპანური ლა ლიგის საშუალო გუნდი „ვალენსია“ იმიტომ გვაინტერესებს, რომ იქ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, თუმცა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზეც არ დასვეს და ბუნებრივია „ღამურებისადმი“ ქართველი გულშემატკივრის ინტერესმა დაიკლო. მთავარი მეკარის, იასპერ სილესენის არყოფნაში ხოსე ბორდალასმა კარი ისევ ხაუმე დომენეკს ანდო, თადარიგში კი კრისტიან რივერო ჰყავდა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ...

სილესენი დომენეკმა შეცვალა
ჩანაწერი

სილესენი დომენეკმა შეცვალა

„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის. მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც...