ვენაში, ხელბურთის ევროპის ფედერაციის ოფისში გაიმართა წილისყრა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ორი სხვადასხვა შეჯიბრების მეტოქეები გამოუვლინა. პირველი შეჯიბრება გახლდათ ევრო 2022, რომლის მეორე შესარჩევ ეტაპში თამაშის უფლება ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ივნისში, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ IHF-ს ერთა ჩემპიონატში გამარჯვებით მოიპოვა. ქართველ გულშემატკივარს ამ შეჯიბრებაში მისი ნაკრების წარმატებული გამოსვლა კარგად ემახსოვრება. ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრების მეორე ეტაპი...
