Tag: ჯაუმე დომენეკი

Home ჯაუმე დომენეკი
ატლეტიკომ ვალენსიას 2:0 მოუტრიალა
Post

ატლეტიკომ ვალენსიას 2:0 მოუტრიალა

ზოგადად, ესპანური ლა ლიგის საშუალო გუნდი „ვალენსია“ იმიტომ გვაინტერესებს, რომ იქ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, თუმცა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზეც არ დასვეს და ბუნებრივია „ღამურებისადმი“ ქართველი გულშემატკივრის ინტერესმა დაიკლო. მთავარი მეკარის, იასპერ სილესენის არყოფნაში ხოსე ბორდალასმა კარი ისევ ხაუმე დომენეკს ანდო, თადარიგში კი კრისტიან რივერო ჰყავდა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის ვიდეომიმოხილვას. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ...

სილესენი დომენეკმა შეცვალა
Post

სილესენი დომენეკმა შეცვალა

„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის. მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც...

ვალენსიას მეკარეს მუხლებზე დადგომამ ვერ უშველა
Post

ვალენსიას მეკარეს მუხლებზე დადგომამ ვერ უშველა

„ვალენსიამ“ „სამეფო თასის“ მეთექვსმეტედფინალში „კარტახენას“ სტუმრად 2:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჩვენთვის საყურადღებო ის იყო, რომ სტუმრების თავკაცმა ხოსე ბორდალასმა მეკარე შეცვალა, იასპერ სილესენი დაასვენა, მაგრამ მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, 31 წლის ხაუმე დომენეკი ათამაშა. „ღამურებს“ იოლი გასეირნება არ გამოუვიდათ, იწვალეს. ანგარიში 35-ე წუთზე კარლოს სოლერმა გახსნა, მაგრამ 75-ე წუთზე ალფრედო ორტუნომ პენალტით გაათანაბრა...

AS ისევ ვალენსიას მეკარეებზე წერს
Post

AS ისევ ვალენსიას მეკარეებზე წერს

ესპანური გაზეთი AS „ვალენსიას“ მეკარეებზე წერას განაგრძობს. ჟურნალისტმა კონრადო ვალემ ყურადღება მიაქცია, რომ ხოსე ბორდალასს ლა ლიგის ყველა კოლეგაზე მეტი მეკარე ჰყავს. მისი თქმით, ზაფხულის ბაზრის დახურვის შემდეგ, რაღაც მანქანებით, „ღამურების“ გუნდში ერთბაშად ოთხი გოლკიპერი დაგროვდა: სილესენი, ხაუმე, რივერო და მამარდაშვილი. პირველ სამს ზურგზე მთავარი გუნდის ნომრები აწერია (ასევეა „სევილიაში“, „ბეტისში“, „რაიო ვალეკანოში“ და „ელჩეში“),...

ეს მამარდაშვილი არ არის
Post

ეს მამარდაშვილი არ არის

ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალში „ვალენსიამ“ სტუმრად ითამაშა „უტრილასთან“ და მარკოს ანდრეს, მუსას და კობა კოინდრედის გოლებით 3:0 მოიგო. თამაშის წინა დღეებში ესპანური პრესა წერდა, რომ ხოსე ბორდალასი სუსტ მეტოქესთან სათადარიგო შემადგენლობით აპირებდა თამაშს და ერთადერთი საფიქრალი ის ჰქონდა, თუ ვინ დაეყენებინა კარში, 21 წლის გიორგი მამარდაშვილი თუ 31 წლის ხაუმე დომენეკი. ბორდალასმა დომენეკს სცა...