თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა. „პრო რეკო“ მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთი გრანდია და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. იტალიელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და საქმე ისე მიიყვანეს ბოლომდე, პრობლემები არ შექმნიათ. პირველი მეოთხედი აპენინელებმა 3:0 მოიგეს, შემდეგ კი, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ. „დინამო“ 7...
