როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ბუსკეტბოლი!
„ჩელსისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ბურთს სტუმრები მასპინძლებზე გაცილებით მეტხანს ფლობდნენ. პროცენტებში ეს ასე აისახა: „ბარსა” — 68%, „ჩელსი” — 32%. კაცმა რომ თქვას, ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან „ბლაუგრანას” თამაში სწორედ ბურთის კონტროლზეა აწყობილი. გადავხედოთ შეხვედრაში გადაწოდებული პასების სტატისტიკასაც: „ბარსელონამ” სულ 894 პასი შეასრულა (მათგან 825 სწორად), ხოლო ლონდონელებმა 329 პასიდან 259 მიაწოდეს თანაგუნდელს. ერთადერთი,...
ძველი ცოდვის აღიარება ჩელსისა და ბარსელონას ახალი შეხვედრის წინ
ტომ ჰენინგ ოვერბომ „ჩელსის” 9 წლის დაგვიანებით მოუბოდიშა. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე” „ლურჯებსა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრას ანდრეს ინიესტას ეფექტურმა გოლმა დაუსვა წერტილი — ორი შეხვედრის ჯამში („კამპ ნოუზე” 0:0 იყო) კატალონიელებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონა” ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა და 2:0 მოუგო. ნახევარფინალში,...
ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია. არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები...
მესი vs ჩელსი
მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თეორიულად კი სამშაბათს, 20 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგა დიდ დაპირისპირებას გვპირდება: „ჩელსი” „ბარსელონას” მასპინძლობს. ლონდონელთა მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ „ბარსას” მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი „ტრადიციას” გააგრძელებს და „ლურჯების” კარში გოლს ვერ გაიტანს. არგენტინელს „ჩელსის” წინააღმდეგ კარიერაში რვაჯერ უთამაშია, მაგრამ გოლი არ აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ ამ რვა შეხვედრაში „ბარსელონამ” ლონდონელებს მხოლოდ...
მერვედფინალში “შახტარი” ზორომ გაიყვანა
“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (2:1), მერვედფინალში გავიდა და… უკრაინული გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა ზოროს სამოსში გამოეწყო. მიზეზი: სიტყვა ჰქონდა ნათქვამი. “შახტარის” 16 საუკეთესოში გასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას ნაქები “ნაპოლი” გამოეთიშა. ფონსეკამ პირობა ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგვე დადო, როდესაც გაიგო, რომ უკრაინული გუნდი F ჯგუფში “მანჩესტერ სიტისთან”, “ნაპოლისთან”...
“ბარსელონას” “ჩელსი” შეხვდება, “რეალს” ან “სევილიას” კი “რომა”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მერვედფინალში გასული გუნდების ვინაობა გაირკვა. ორშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება წილისყრა, რომლის მოლოდინში ესპანურმა “მარკამ” საინტერესო გამოთვლები ჩაატარა. ესპანელთა ინტერესი გასაგებია, 16 დაწინაურებული გუნდიდან 3 მათია და მომავალი მეტოქეების გამოცნობა აინტერესებთ. “მარკას” გამოთვლებმა აჩვენა, რომ “ბარსელონას” ყველაზე დიდი ალბათობით “ჩელსი” შეხვდება, ხოლო...
აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?
შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც უკვე 36 წლისაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისტორიის კარი შეაღო — გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში შვიდი სხვადასხვა გუნდის სახელით ითამაშა. იბრაჰიმოვიჩმა ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს დაამყარა. წინა ექვსი გუნდი იყო: „პარი სენ ჟერმენი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“. შვედის...
რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს...








