პირველად, ათი წლის შემდეგ ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს. ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს. ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ. ტორპედო „დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის...
