საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. თუმცა, ამჯერად უფრო მასშტაბურ შარში გაეხვა. როგორც ირკვევა, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა და ჩვენს ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. მატჩები არ შედგა. თავად ლიეტუველთა თქმით, ქართულმა მხარემ ნაკრებში კოვიდ-ინფიცირებული მორაგბეები მოიმიზეზა, აეროპორტში კი არავინ დახვდათ. საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს შეხვდნენ. ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირმანტას [...]
