საქართველოს ნაკრების ხელბურთელი 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიურ კლუბ „კუმანოვოში” წარმატებით გამოდის. ის ხაზის მოთამაშე ანუ ეგრეთწოდებული პივოტია. მიმდინარე სეზონში მედეა კარგ ფორმაშია და როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში გოლი გოლზე გააქვს. დღეისათვის, მაკედონიის ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” და ვერცხლის პრიზიორი, „კუმანოვო”. „მეტალურგს” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, „კუმანოვოს”...
