რამდენიმე დღეში მკითხველის სამსჯავროზე მორიგი საფეხბურთო წიგნი გამოვა. „ჯვაროსნები“ – ასე ჰქვია ჩვენი კოლეგის, ფრიდონ კერვალიშვილის ნაშრომს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა (283) მატჩის ოქმი, მათ საფუძველზე შექმნილი არაერთი სტატისტიკური ცხრილი, რომლებშიც სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ სპეციალისტი მისთვის საინტერესო უამრავ მონაცემს იპოვის. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, წიგნი დიდი ფოტოშემოქმედის, ჩვენი ნეტარხსენებული კოლეგის ბადრი კეთილაძის უნიკალური...
