ვინ არის საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი? ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ამ პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში 24 წლის ფოტის იოანიდისმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა მოიგეს 5:0. იოანიდისს flashscore-მა 7.5 ქულა დაუწერა. „პანათინაიკოსის” 24 წლის თავდამსხმელმა, რომლის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მოედანზე 63 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის პაოკ-ის...
