აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის წლევანდელი ეტაპი ინცინდენტით დაიწყო. ბაქოს ტრასაზე პირველი თავისუფალი ტესტისას, „უილიამსის“ ბრიტანელმა პილოტმა ჯორჯ რასელმა, ცუდად მიმაგრებულ სადრენაჟო ჭის თავსახურს გადაუარა და ბოლიდის ძირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ვიდეოგამეორებაზე კარგად ჩანს, რომ მანქანას კინაღამ ცეცხლი მოედო. პირველი ტესტი ამით შეწყდა. ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშის გადადება გადაწყვიტეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუქი რასელის წინ მრბოლავი „ფერარის“ პილოტის,...
