რასაკვირველია, „ბარსელონას” გაცილებით უკეთესი ფეხბურთიც ბევრჯერ უთამაშია, მაგრამ „უესკასთან” შეხვედრაში გუნდმა ლამაზი გოლები გაიტანა და 4:1 მოიგო, ეს კი შთამბეჭდავი ანგარიშია. აგრეთვე შთამბეჭდავია ლა ლიგის ცხრილი, სადაც კატალონიელები მეორე ადგილზე არიან და „ატლეტიკოს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან — სრულიად შესაძლებელია, საბოლოოდ ჩემპიონები გახდნენ. კატალონიელი ჟურნალისტი ივან სან ანტონიო წერს, რომ მე-13 წუთისთვის „ბარსა” ლაღად ვერ…
ედენ აზარს სასტარტო შემადგენლობაში 7 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. მაშინ, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგის წინა, გაჯანჯლებული გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობდა. „რეალი” „მანჩესტერ სიტის” ხვდებოდა. რაც შეეხება აზარის ბოლო გოლს, მას მერე 392 დღე იყო გასული და აი, შაბათს, „უესკასთან” შეხვედრაში აზარი მოედანს, უფრო სწორად „რეალის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და… გაიტანა. ანგარიში გახსნა. ეს გახლდათ შესანიშნავი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes