ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი...
