ქარიმ ბენზემამ ისევ გოლი გაიტანა. ის წარმატებით განაგრძობს ბრძოლას პიჩიჩის ანუ ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის. „ლოს ბლანკოსმა“ ამჯერად „ბილბაოს“ მოუგო 1:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასკებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში თავიდან სტუმრებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ბრწყინვალე საგოლე მომენტი ჰქონდა ინიაკი ვილიამსს, მაგრამ ტიბო კურტუას მის თავით დარტყმულზე ფენომენალური რეაქცია ჰქონდა....
ჭდე: ტიბო კურტუა
ტიბო კურტუა: დაგვასვენეთ!
ევროპის ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიასთან 1:2 მარცხის შემდეგ ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუა გუნებაზე აშკარად არ იყო და საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: „გაისად, ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატი გველის. შემდეგ ეროვნული ჩემპიონატებია ივნისამდე, რასაც ერთა ლიგის ოთხი შეხვედრა მოჰყვება. ეს არანორმალური გრაფიკია, რომლის შემდეგაც ორკვირიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ბუნებრივია, ასეთ დროს ტრავმიანობა მოიმატებს. ფიფა და უეფა სწორედ...
კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?
90-იანი წლების ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ჯარიმებს მითი უწოდა — ევრო 2020-ის მერვედფინალში, სადაც პორტუგალიამ ბელგიასთან 0:1 წააგო, რონალდუმ სტანდარტული მდგომარეობიდან კვლავ ვერ გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერმა თამაშზე დიდი გავლენაც ვერ იქონია, თუმცა საჯარიმო დარტყმით თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. რაიტმა, რომელიც ITV-ს ექსპერტად იყო მიწვეული, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშის ჯარიმებზე ასე...
კურტუას მამას ვინღა რჯიდა?
„ბოდიშს ვიხდი. დღეს, ჩემს შესახებ ბევრი კომენტარი წავიკითხე. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრის გაღიზიანება სულაც არ მინდოდა. მე ყოველთვის „რეალში” თამაშზე ვოცნებოდი და მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ახლა ლა ლიგის ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰალა მადრიდ!” ეს სიტყვები ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თავის ინსტაგრამზე დაწერა. ბოდიშის მიზეზი კი ძნელი მისახვედრი არ არის:...
დღეს მადრიდში აზარობაა
დღეს, 30 წლის ედენ აზარისთვის ემოციური დღეა — „რეალის” შემტევი ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდს, „ჩელსის” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. ბელგიელმა დასავლეთლონდონელთა კლუბში 7 წელიწადი ითამაშა, 2019 წლის ივნისში კი ის „რეალში” გადავიდა. მადრიდელებმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომ ეს თანხა, გარკვეული წარმატებების შემთხვევაში, შეიძლებოდა 146,1 მილიონამდე...
ზიდანი: ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ
„რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის თქმით, „ლივერპულის” ბარიერის გადალახვის შემდეგ მადრიდელებს უფრო დიდი წარმატებები სწყურიათ. „თეთრებმა” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა ძირითადად კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში გაატარეს — პირველ მატჩში მიღწეული უპირატესობის (3:1) შენარჩუნებას ცდილობდნენ. მათ ეს შეძლეს — შეხვედრა დასრულდა 0:0. ამაში, ლომის წვლილი მადრიდელთა ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ შეიტანა. ზინედინ ზიდანი: „ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. ველოდით,...
ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო
20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს. ვინისუსმა პირველი გოლი ტონი...
კურტუამ ყველა დარტყმა ვერ მოიგერია
„რეალმა” „ლევანტესთან” შინ დამარცხება (1:2) მოახერხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მდგომარეობა გაიუარესა. მადრიდელებმა ფაქტობრივად მთელი მატჩი ათი კაცით ითამაშეს — მე-9 წუთზე მილიტაომ სერხიო ლეონი ბოლო იმედის წესის დარღვევით წააქცია, რისთვისაც მსაჯმა დავიდ მედიე ხიმენესმა მოედნიდან გააძევა. ამ გაძევებამ ზინედინ ზიდანის არყოფნაში (კორონავირუსს ებრძვის) დავიდ ბეტონის მომზადებულ გუნდს დაღი დაასვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოვლენები...
ლუკაკუ ბელგიის გარეთ საუკეთესოა
იტალიური „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან წამყვანი მოთამაშეები, სწორედ ლეგიონერები არიან. გამოკითხვაში ლუკაკუმ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუას აჯობა. „მადლობა ღმერთს, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს „ინტერში“....
კუბომ ვერ გაიტანა
„ელ მადრიგალზე”, რომელსაც 1997 წლიდან ოფიციალურად „ესტადიო დე ლა კერამიკა” ჰქვია, რადგან ესპანეთის იმ რეგიონში, სადაც ვილიარეალი მდებარეობს კერამიკის წარმოებაა განვითარებული, ხერარდ მორენომ მეორე ტაიმში პენალტი შეაგდო და „რეალს” ანგარიში გაუთანაბრა. შეხვედრა ასეც დასრულდა — 1:1. მადრიდელებმა, რომლებიც კვლავ არ ჰგავდნენ გუნდს, რომელიც ახლო წარსულში ქვეყანას აზანზარებდა, მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. გოლი ლამაზი იყო, დინამიკური...









