რუსეთის ქალაქ ყაზანში 5 მაისს ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ დღეს ქართველთაგან ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გავიდნენ. აქედან მედალს მხოლოდ ჩხვიმიანი შესწვდა, ამასთან უმაღლესი ხარისხის. 60 კილოგრამი წონით კატეგორიის ფინალში ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს მოუგო. ფინალი დრამატული გამოდგა. ძირითადმა ხუთწუთეულმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ძიუდოისტებმა პირველ...
ჭდე: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
უმედლო ტაშკენტი
უმედლოდ დაიწყო ქართველი ძიუდოისტებისთვის ტაშკენტის გრანდ სლემი. პირველ დღეს ტატამზე გავიდა 60 კილოგრამ წონით მოჭიდავე ჯაბა პაპინაშვილი. ჩვენებურმა ყირგიზ ოტარ ბესტაევსა და ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის იპონებით აჯობა, მეოთხედფინალში კი, რუს იელდოს სმეტოვთან დამატებით დროში ვაზარით წააგო. დამატებით დროში წააგო პაპინაშვილმა რეპეშაჟში ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბუროროვთან. ქალთა შორის ტრავმის გამო ტატამზე არ გასულა ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ).
უმედლოდ დაწყებული ევროპა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. პირველ დღეს ტატამზე საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი გავიდა და უმედლოდ დარჩა. მედლის მოპოვებასთან ყველაზე ახლოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი იყო, რომელმაც რუს მიხაელ პულიაევს დამატებით დროში სძლია, შემდეგ რუმინელ ლუკიან ბორს დუმიტრესკუს მოუგო, მეოთხედფინალში, ასევე დამატებით დროში, ფრანგი კილიან ლე ბლოში ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში...


