1993 წელს თბილისის „დინამო“ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველად გავიდა ევროტურნირებზე. 18 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გივი ნოდიას გაწვრთნილები ჩრდილოირლანდიურ „ლინფილდს“ შეხვდნენ და 2:1 მოუგეს, ბელფასტში მატჩი კი 1:1 დასრულდა. „დინამო“ გავიდა მომდევნო ეტაპზე და დანიურ „კოპენჰაგენს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ… თბილისური შეხვედრა თურქებმა იმსაჯეს, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ კი „დინამო“ მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც...
