ევროპული რაგბისთვის შავი შაბათ-კვირა იყო – საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის ნახევარფინალში ბებერი კონტინენტის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა გააღწია. არადა, მსოფლიო რეიტინგს თუ დავაკვირდებოდით, პირველ და მეორე ადგილებზე შესაბამისად ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები იდგნენ და ტურნირის უპირველეს ფავორიტებადაც სწორედ ესენი მოიაზრებოდნენ. საერთოდაც, მეოთხედფინალის ოთხივე წყვილში გუნდები ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდნენ – ევროპელები სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლების წინაამდეგ. და ოთხივე...
