ჭდე: სტანისლავ ლობოტკა

Home სტანისლავ ლობოტკა
გაიყიდება ლობოტკა?
ჩანაწერი

გაიყიდება ლობოტკა?

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც „ნაპოლი” მესამე სკუდეტომდე მიიყვანეს, სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინ-ჯაე ფაქტობრივად უკვე გადასულია, ვიქტორ ოსიმენის შესახებ კი დღე არ გავა რამე არ დაიწეროს. და აი, ბოლო ცნობების თანახმად უცხოური კლუბების გვარიანი ინტერესის საგანს ნახევარდაცვის ბურჯი სტანისლავ ლობოტკაც წარმოადგენს. მისი შეძენით საუდის არაბეთისა და პრემიერლიგის კლუბები ყოფილან დაინტერესებულები. calciomercato-ს ინფორმაციით ინგლისელებიდან ყველაზე მეტად „ნიუკასლი”...

ლობოტკა ევროპაში მეორეა
ჩანაწერი

ლობოტკა ევროპაში მეორეა

მისი პასების 94,3% თანაგუნდელს მიუვიდა — როდესაც ბურთი სტანისლავ ლობოტკას აქვს, გუნდი მშვიდად არის, ის არ დაიკარგება. ეს ძალიან კარგად მოეხსენება ლუჩანო სპალეტის, რომელმაც სლოვაკი აგერ უკვე მეორე სეზონია „ნაპოლის” ნახევარდაცვის ბურჯად აქცია. ეს ძალიან კარგად იციან ლობოტკას თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმაც, რომლებიც ხედავენ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში „სელტას” ყოფილი ფეხბურთელის ცხოვრება შეიცვალა. როგორც სტატისტიკამ...

კვარა რა ღირს? გააჩნია ვინ გევაჭრება
ჩანაწერი

კვარა რა ღირს? გააჩნია ვინ გევაჭრება

იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, 63 წლის ჯუზეპე კანელამ, რომელიც ბოლოს „სიენას” სპორტული დირექტორი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „რეალის” ინტერესსა და „ნაპოლისთან” დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ილაპარაკა. „მადრიდელთა ინტერესი ლოგიკურია, — თქვა მან, — კვარაცხელია „ნაპოლიში” როგორც იტალიისთვის ასევე ევროპისთვის საინტერესო შედეგებს აღწევს. მერედა, თანამედროვე ფეხბურთს ძალიან აკლია ინდივიდუმები, რომელთაც ცრუმოძრაობით მეტოქის ჩამოტოვება შეუძლიათ. ახლა მკითხავთ, რამდენი უნდა...

ლობოტკას ხელშეკრულება განუახლეს
ჩანაწერი

ლობოტკას ხელშეკრულება განუახლეს

აქამდე ჰაერში ეკიდა, მაგრამ ახლა რეალობა გახდა: Tuttomercatoweb-ის ცნობით „ნაპოლის” სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ „აძურისთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა. Tuttomercatoweb-ის ცნობა მოკლეა, მაგრამ ამომწურავი: „სტანისლავ ლობოტკას დიდებულმა თამაშმა სეზონის დასაწყისში, განაპირობა ის, რომ „ნაპოლიმ” მას 2027 წლის 30 ივნისამდე განუახლა კონტრაქტი. ფეხბურთელს შრომა მატერიალურადაც დაუფასდა. აქამდე ის წელიწადში 2,5 მილიონ ევროს იღებდა, ახალი ხელშეკრულების თანახმად კი...

ნაპოლის ძველი კაპიტანი აინტრახტს იგონებს
ჩანაწერი

ნაპოლის ძველი კაპიტანი აინტრახტს იგონებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრამ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” გერმანულ „აინტრახტს” დააპირისპირა. ეს გუნდები 28 წლის წინ უეფას თასზე შეხვედრილან. მაშინ ფრანკფურტის გუნდში ქართველი ფეხბურთელი კახა ცხადაძე თამაშობდა, თუმცა „აძურისთან” მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია (ნეაპოლში სათადარიგოთა სკამზე იჯდა), „ნაპოლის” კაპიტანი კი გახლდათ რობერტო ბორდინი, რომელმაც ძველი ამბები გაიხსენა. „მე 1994 წელს „აინტრახტის” წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ვითამაშე. მკლავზე...

ხვიჩა — საცობში გაჩხერილი
ჩანაწერი

ხვიჩა — საცობში გაჩხერილი

„ნაპოლიმ” „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ ბოლო მიზანსაც მიაღწია: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი პოზიციიდან გავიდა. სპალეტის გუნდმა „წითლებს” როგორც თამაშის ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით ტოლი არ დაუდო. „ნაპოლის” ოსტიგარდის გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო არ ჩაუთვალეს, ბოლოს კი სალაჰმა და ნუნიესმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანეს, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „აძურის” ფეხბურთელებს აფასებს. შებორკილები ხვიჩა კვარაცხელია, საცობში გაჩხერილი:...

ლობოტკას ხელფასს უზრდიან
ჩანაწერი

ლობოტკას ხელფასს უზრდიან

სტანისლავ ლობოტკა ლუჩანო სპალეტისეული „ნაპოლის” ბურჯი არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც, მალე ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშე გახდება. სლოვაკი ნახევარმცველი ნეაპოლში 2020 წლის იანვარში ჩავიდა. მასში გვარიანი თანხა გადაიხადეს — ლობოტკას „სელტასგან” გამოსახსნელად „ნაპოლიმ” 20 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გაიღო და ეს ფული თავიდან ბევრს გადაყრილად მოეჩვენა. საქმე ის არის, რომ ახალწვეულს „ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი...