„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ოლე გუნარ სულშერი, ევროლიგაში, „გრანადასთან” საპასუხო შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე იქნება. გუშინ, პირველ შეხვედრაში, რომელიც მანკუნიანელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ყვითელი ბარათები მიიღეს ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაირმა, მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ და ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ. გამოდის, რომ მომდევნო ხუთშაბათს, ნორვეგიელ მწვრთნელს დაცვაში დროებითი კრიზისის დაძლევა მოუწევს. ყველაზე ლოგიკური ვიქტორ ლინდელოფის მხარდამხარ ერიკ...
ჭდე: სკოტ მაკტომინეი
იმ კვირაში წამსვლელ-დამრჩენებს ჩამოწერენ
„მანჩესტერ იუნიტედის” ტექნიკური გუნდი მომავალ კვირაში ოლე გუნარ სულშერთან ერთად დაჯდება და წამსვლელ-დამრჩენი ფეხბურთელების სიას ჩამოწერს. რამდენიმე დღის წინ კლუბი მენეჯმენტის სტრუქტურაზე ჩამოყალიდბა — საფეხბურთო დირექტორად ჯონ მარტუფი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი დაინიშნა. სულშერთან ერთად თათბირზე მათ გარდა იქნებიან მეტ ჯაჯი, რომელიც გახლავთ საფეხბურთო მოლაპარაკებათა დირექტორი და ვიცე-თავმჯდომარე, მანჩესტერულ საქმეთა მთავარი დამტრიალებელი...
სუსტებს უგებს და მეორეზეა
გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0. მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას...
მანჩესტერ იუნაიტედის პოლირება
ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო. მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო...
სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა
გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად...
ბიჭებმა წავიდესო, ვუდვორდმა დარჩესო
პოლ პოგბას თანაგუნდელებს სწამთ, რომ თუ ფრანგი „ოლდ ტრეფორდიდან” წავა, ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” კარგი იქნება. ცნობილია, რომ ერთი ხნის წინ თავად ნახევარმცველმაც თქვა, კარიერაში სიახლე მჭირდებაო. მსოფლიოს ჩემპიონით „რეალი” და „იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებული. ამასობაში „იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს პოგბას მანჩესტერში დარჩენა სურს. კლუბს მასში 89 მილიონი გირვანქა აქვს გადახდილი, მაგრამ ფულში არ არის საქმე....





