კატალონიურმა „სპორტმა“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა: ლეო მესიმ და „ბარსელონამ“ საერთო ენა გამონახეს. მხარეები გააფორმებენ კონტრაქტს 2026 წლამდე. ფეხბურთელმა ხელფასის ნახევარი დაიკლო. ამ ამბავს ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. „სპორტი“ სიამაყით წერს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თავად წინასწარმეტყველებდა. არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ძველი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს გაუვიდა. გარშემო ყველა ახალ შეთანხმებას ელოდა, გამოცემა კი დაბეჯითებით აცხადებდა,...
ჭდე: სერხი რობერტო
პენალტი! – ბარსელონა მსაჯობით უკმაყოფილოა
„რეალმა” „ბარსელონა” 2:1 დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრაში, რომელშიც ორივე კართან უჩვეულოდ ბევრი მომენტი შეიქმნა, მადრიდელთაგან გოლები ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი ოსკარ მინგუესამ გამოიჩინა. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ბოლო დაძაბული იყო: ერთ წუთში მიღებული ორი ყვითლის გამო მოედნიდან „რეალის” ნახევარმცველი კაზემირო გააძევეს; ბარსელონელმა მორიბამ ხარიხას...
დიდი რემონტიდან ოთხი წლის შემდეგ
დღეს, 1440 დღის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენი” ბრუნდება „კამპ ნოუზე” ანუ იქ, სადაც 50 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კოშმარული საღამო დაატყდა თავს. მაშინ, პარიზელები ბარსელონაში ამაყად ჩავიდნენ, შინ 4:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ… 1:6 წააგეს და გავარდნენ. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წლების გათამაშების მერვედფინალი. ის შეხვედრა „ლა რემონტადას” ანუ დაბრუნების სახელით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შემდეგ,...
ეს ის ბარსა აღარ არის
„ბარსელონაში” რაღაც შეიცვალა. გუნდი გაცოცხლდა, იბრძვის და მოწყურებულია გამარჯვებას. „ბლაუგრანას” ვიგოში „სელტა” 2015 წლიდან არ დაემარცხებინა და ინებეთ: 3:0. კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ რონალდ კუმანი გალისიაში იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, რომელმაც წინა ტურში „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. სტუმრების ენთუზიაზმს ვერც ავდარმა შეუშალა ხელი. პირველი მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა. მან გაუჩერებლად დაარტყა მსპინძელთა კარში, მაგრამ ააცილა. მეორე მომენტი...



