დროდადრო სერ ალექს ფერგიუსონს ნერვების მოთოკვა უჭირდა. ყოფილა შემთხვევები, ფეხბურთელები დაუწიოკებია; ხანდახან მსაჯებს უყვიროდა. გამოთქმა „ფენით მკურნალობა” (ღრიალის გამო თმის ყალყზე დადგომას ნიშნავს) ფერგიუსონამდე არ არსებობდა. „მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 26 წლის განმავლობაში მას ჩვიდმეტჯერ მიუსაჯეს დისკვალიფიკაცია, თუმცა არის ერთი სახალისო ისტორია, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ფერგი შოტლანდიურ „სენტ მირენს” ედგა სათავეში. „სენტ მირენი” მწვრთნელი-სერ...
