ის, რომ ქართველები მსოფლიო ჩოგბურთის ელიტასთან ერთად ATP-ის თასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობენ, უკვე დიდი წარმატებაა, მაგრამ ჩვენი ბიჭები ოლიმპიური დევიზით არ კმაყოფილდებიან და ისტორიის ახალ ფურცელს წერენ. მეორე წრეში იაპონელებთან წყვილებში მოგებამ მორალური კმაყოფილება კი მოგვგვარა, მაგრამ გუნდურ გამარჯვებას სულ სხვა ფასი აქვს. დღეს კი საქართველოს მეტოქე ურუგვაი გახლდათ. ნიკოლოზ ბასილაშვილის პირისპირ 34 წლის ვეტერანი...
