ისტორიას რიად მაჰრეზის ორი გოლი შემორჩება, ხოლო მეტოქის დარტყმულ ბერთს გადაფარებულ ოლექსანდრ ზინჩენკოსა და რუბენ დიასს აღარავინ გაიხსენებსო, წერს „დეილი მეილი”. მათ მეტოქის ძლიერ დარტყმულს სახე, თავი, სხეული შეუშვირეს. არავინ იცის, რა მოხდებოდა მათი თავგანწირვა რომ არა, გაუტანდა „პარი სენ ჟერმენი” „მანჩესტერ სიტის” გოლებს თუ ვერა. შესაძლოა, გაეტანა და სხვა შედეგი დამდგარიყო, თუმცა შეიძლება არც...
