იტალიის თასზე „ნაპოლის” საშინაო მარცხს „ფროზინონესთან” (0:4) არავინ ამართლებს, მაგრამ გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” მკითხველის ყურადღება შეხვედრის ერთ ეპიზოდზე გაამახვილა. მოგეხსენებათ, სანამ ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, ეს ჯოვანი სიმეონემ გააკეთა. VAR-მა ეპიზოდი გადაახვია და მსაჯ როსარიო აბისოს მისი მონიტორზე ნახვისკენ მოუწოდა. არბიტრმა მომენტის ჩანაწერი შეამოწმა და ჩათვლილი გოლი გააუქმა,...
