„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი კაპიტანი, ვეტერანი და სატელევიზიო ექსპერტი როი კინი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ რაჰიმ სტერლინგსა და პეპ გვარდიოლას შორის შავმა კატამ გაირბინა. რაჰიმ სტერლინგმა ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში კარგად ითამაშა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა დაბრუნდა კლუბში, გახურდა პრემიერლიგა და… სასტარტო შემადგენლობაში 7 ტურიდან მხოლოდ ორში დააყენეს. ახლა დააკვირდით, რამდენად განსხვავდება ნაკრების თავკაცის გარეთ...
ჭდე: როი კინი
როი კინი: კრიშტიანუ მანჩესტერს ტიტულს ვერ მოაგებინებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ახალ-ყოფილ გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოაგებინებს. მანკუნიანელთა დიდი კაპიტანი ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა მიზნად ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასების მოგება უნდა დაისახოს და არა ჩემპიონობა. 36 წლის პორტუგალიელის „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შესახებ ლაპარაკისას კინმა „სქაი სპორტის“ ეთერით ასე თქვა: „ვფიქრობ, რონალდუს დაბრუნება „იუნაიტედისთვის“,...
ფრენკ ლემპარდ V
ფრენკ ლემპარდი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელს და ექს-მწვრთნელს პრემიერლიგის 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი და 102 საგოლე გადაცემა შესრულებული. ფრენკ ლემპარდი დიდების დარბაზის მეხუთე წევრია. მანამდე ეს პატივი წილად ალან შირერს, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას და როი კინს ერგოთ.
რაიან გიგზი შოკშია
სწორედ ასე დაახასიათა საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზმა, როცა შეიტყო, რომ პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატადაც არ მოიაზრება. არადა, წინასწარი ინფორმაციით, დარბაზის პირველი ორი წევრი ალან შირერი და რაიან გიგზი უნდა ყოფილიყვნენ. მერე გიგზი ტიერი ანრით ჩაანაცვლეს, რისი მიზეზიც საკმაოდ არასასიამოვნო ისტორია გახდა. წინა კვირაში გიგზს წარუდგინეს ბრალდება 2020 წლის ნოემბერში ორ...
ორ წამში ჩატეული კარიერა
1999 წლის 22 აგვისტოს ლონდონის „ჰაიბერიზე“ ჯიგრიანი ბურთაობა იყო. იქაური „არსენალი“ სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერს“ მასპინძლობდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბერხკამპმა ლიუნგბერგს უპასა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მეორე ნახევარში „ეშმაკებმა“ იძალეს და როი კინის წყვილი გოლით წინაც კი გავიდნენ, თუმცა ამბავი, რომლის გამოც ეს წერილი იწერება, მერეღა მოხდა… სულ ბოლო წამებზე „არსენალმა“ ჯარიმის უფლება მიიღო. ბურთი საჯარიმოში...
დე ხეაზე გული ერევა
„ასტონ ვილასთან“ 2:1 მოგებული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა მანკუნიანელთა მეკარე დავიდ დე ხეასთვის – მან „მანჩესტერის“ მაისური 327-ედ მოირგო. ეს საუკეთესო შედეგია არაბრიტანელ ფეხბურთელთა შორის. მანამდელი რეკორდი (326) როი კინს ეკუთვნოდა და 15 წელიწადი ვერავინ გაეკარა. როი კინს ეკუთვნის ყველაზე სკანდალური გამონათქვამი დე ხეას მისამართით: „ის ყველაზე უფრო გადაჭარბებულად შეფასებული მეკარეა. დე ხეაზე გული მერევა“. ბრიტანელების ჩათვლით...
სულშერისთვის საუკეთესო თამაში
„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0. სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ...
პოგბას თავი ეზიზღება
პოლ პოგბამ ყველას გასაკვირად ბრალი აღიარა — როგორც თავად თქვა, მისმა „სულელურმა შეცდომამ” „მანჩესტერ იუნაიტედს” „არსენალთან” 0:1 წააგებინა. მანჩესტერელთა ნახევარმცველმა, რომელიც კლუბმა „იუვენტუსისგან” 2016 წელს 105 მილიონ ევროდ დაიბრუნა, შეხვედრის 69-ე წუთზე ექტორ ბელერინი წააქცია, ხოლო პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტი გაიტანა. ეს გახლდათ სულშერის მე-100 თამაში „იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში, რომელიც ნორვეგიელს ბუნებრივია ჩაშხამდა. მეორე მხრივ, „არსენალისთვის”...
კლოპმა კინს შეუტია
„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...
როი კინს აზერბაიჯანი უხმობს
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი და მებრძოლი სულის სიმბოლო, ირლანდიელი როი კინი შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი გახდეს. როგორც ამბობენ, „სქაი სპორტის” მიმომხილველს საწვრთნელი მოედანი ენატრება, ბაქოელები კი ამის შანსს აძლევენ. ინგლისური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ეჭვი არ არის, 48 წლის ვეტერანს გვარიან ხელფასს შესთავაზებდა, მაგრამ თავად კინს შესაძლოა ფულზე მეტად თავის გამოჩენის...








