2020 წლის მარტი, საფეხბურთო ბატალიებით მართლაც რომ დატვირთული იქნება. 26 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი ელის – ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალი. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თუ ივარგეს, ხუთ დღეში, ვინძლო, ნანატრ ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც გამოკრან ხელი, თუმცა, მარტში ქომაგებს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ნერვიულობა არ მოუწევთ. იმავე პერიოდში, საქართველოს 17 და...
