ჭდე: რაგბის მსოფლიო თასი

Home რაგბის მსოფლიო თასი
ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?
ჩანაწერი

ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?

თვე-ნახევარი გავიდა რაგბის მსოფლიო ფორუმის სტარტიდან და ოვალური ბურთით თამაშის თაყვანისმცემლებმა 4-წლიანი მოლოდინი თითქმის სრულად დაიკმაყოფილეს. დაგეგმილი 48 მატჩიდან 46 უკვე გაიმართა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანმა წარუშლელი მოგონება დაგვიტოვა. ცხადია, ჩვენ უკმაყოფილოები დავრჩით ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენები შედეგით, მაგრამ მთლიანობაში ტურნირი არაჩვეულებრივი გამოდგა. გასულ პარასკევსა და შაბათს საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩები შედგა. სეირი, ცხადია,...

კარიც ვერ გავიჯახუნეთ…
ჩანაწერი

კარიც ვერ გავიჯახუნეთ…

დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასი გამაჯვების გარეშე დაასრულა. ბორჯღალოსნები და მათთან ერთად მთელი საქართველო ვიმედოვნებდით, რომ ბოლო მატჩში შარშან ძლეულ უელსთან კარს გავიჯახუნებდით. თუმცა, კარის გაჯახუნება არ შედგა და უმთავრესად – დერეფანში წარმოუდგენლად ცუდი თამაშის გამო. ეს, ტრადიციულად ძლიერი ჩვენი გუნდისთვის ელემენტი მიმდინარე მსოფლიო  თასზე არაფრად ვარგოდა და კოზირიდან სუსტ წერტილად იქცა. სხვის დერეფნებს...

კარდიფის გმირობის გასამეორებლად
ჩანაწერი

კარდიფის გმირობის გასამეორებლად

შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს. თუმცა, ეჭვი  ნურავის შეეპარება...

ვვა აფციაური
ჩანაწერი

ვვა აფციაური

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ უკანახაზელი გიორგი აფციაური კარიერას რუსეთის პრემიერლიგის „ვვა-პოდმოსკოვიეში“ გააგრძელებს. 26 წლის მორაგბეს 2014-2019 წლებში ნაკრების კვართით 25 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის 4 – 2015 წლის მსოფლიო თასზე. 2018 წლის საქართველოს ჩემპიონი, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.    

იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა
ჩანაწერი

იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა

გახსოვთ, შარშან ბუენო-აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები? არგენტინის დედაქალაქში უსიამოვნო ამბავი ქართველ სპორსტმენებს, კერძოს 3X3-ზე საკალათბურთო ნაკრებსაც შეემთხვა, რომლებმაც ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ ობიექტამდე თავის დროზე ვერ მიაღწიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ. ქართველ კალათბურთელებს სლოვენიასთან სასტარტო მატჩში წაგება ჩაეთვალათ. მატჩზე დაგვიანების უმთავრეს მიზეზად კი ქართული დელეგაციის მხრიდან გადატვირთული მოძრაობა დასახელდა, რაც არგენტინის დედაქალაქში სამუშაო დღეებში განსაკუთრებით იგრძნობოდა....