„ლიონის’’ ფინანსური გაჭირვება ევროპაში ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით რონისპირელები სავარაუდოდ ბევრ ფეხბურთელს გაყიდიან. იტალიური პრესა კი ბოლო დროს ჟორჟ მიქაუტეძეზე წერს. ფრანგული foot01 აზუსტებს, რომ ქართველი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ლიონელთათვის ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალოს. „გაძეტა დელო სპორტის’’ ცნობით, როგორც კი „რენიდან’’ „რომაში’’ გადაბარგდა, სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ მასარამ მიქაუტაძის ტრანსფერზე დაიწყო მუშაობა. მას...
ჭდე: ჟორჟ მიქაუტაძე
მიქაუტაძე რომას მოსწონს
საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა „ლიონი’’ ოფიციალურად ლიგა 2-ში დააქვეითა. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ლიგა 1-ში დატოვებენ არ აქვს. კლუბის მეორე ლიგაში გაგდება ბევრ რამეს ცვლის „ლიონის’’ ფეხბურთელებისთვის. ბევრ მათგანს, მაგალითად ქართველ ჟორჟ მიქაუტაძეს სავარაუდოდ დაბალ საფეხურზე თამაში არ ენდომება და ახალ კლუბს მოძებნის. შესაძლებლობები იხსნება იმ კლუბებისთვისაც, რომელთაც „ლიონის’’ ესა...
ჟორჟმა მონაკოში უნდა მოვიგოთო
„ლიონმა’’ „ლანსთან’’ შინ 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას როგორც ჩანს დაემშვიდობაო, ― წერს „პარიზიენი’’. მატჩის შემდეგ პრესასთან ლიონელთა პასუხისმგებელ პირთაგან არავინ გამოსულა. ანდა ვინ უნდა გამოსულიყო, თვით ჯონ ტექსტორი? ის სხვა საქმეების გამო საერთოდ არ იყო სტადიონზე, რაც პარიზული გაზეთის აზრით ეჭვს აჩენს, რომ ამერიკელი ბიზნესმენისთვის გუნდი მთავარი არ არის. იქნებ გენერალური მენეჯერი ლორან...
ლიონი იშტაზეა
წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის...
რონის ქართული დერბი
„ჟოფრუა გიშარზე’’ რონის დერბი გაიმართა. ის იმავდროულად საფრანგეთის ლიგა 1-ში ქართული დერბიც იყო: ზურიკო დავითაშვილი ჟორჟ მიქაუტაძის წინააღმდეგ. „სენტ ეტიენმა’’ „ლიონს’’ 2:1 მოუგო. ჩვენებს გოლი არ გაუტანიათ. „ლე გონს’’ ანუ ბიჭებს, ყმაწვილებს, ლიონელებს საშინელი კვირა ჰქონდათ. ჯერ იყო და ევროპის ლიგიდან გამოვარდნენ და თან როგორ ― „ოლდ ტრაფორდზე’’ ჯერ 0:2-ს აგებდნენ, მერე 4:2 დაწინაურდნენ და...
ლაკაზეტი სკამზე დასვით, ითხოვენ ლიონის ფანები
საქართველოს ნაკრები საუცხოო ფორმაშია, რაც მან ერთა ლიგაში, სომხეთთან საშინაო შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ვილი სანიოლის ბიჭებმა მეტოქე 6:1 გაანადგურეს. ჟორჟ მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა. „ლიონის“ თავდამსხმელი კვლავ შთამბეჭდავ ფორმაშია, ბოლო 4 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. რონის რეგიონში ბევრი გულშემატკივრისა და მიმომხილველის აზრით „მეცის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელებმა ამიერიდან ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ათამაშონ....
ჟორჟი – ტურის საუკეთესო
„ლე ავრთან’’ ჩინებული თამაშის შემდეგ „ლიონის’’ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიაო, წერს პორტალი maxifoot. მისი ვერსიით საუკეთესოთა შორის აგრეთვე მოხვდნენ პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი, „მონაკოს’’ ფორვარდი მიკა ბირეთი, „სტრასბურგის’’ ნახევარმცველი ფელიქს ლემარეშალი და სხვანი. Maxifoot ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს საუკეთესო თერთმეტეულსა და შვიდ სათადარიგოს, თუმცა ამჯერად აზუსტებს, რომ რაკი „მონპელიესა’’...
ჟორჟის საუკეთესო თამაში
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „სტიაუას’’ აშკარად აჯობა: სტუმრად მოგებულ 3:1-ს შინ 4:0 დაამატა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო იყო, რომ ფრანგული გუნდის ოთხი გოლიდან ორი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა და ორიც საგოლე პასი შეასრულა. ამრიგად, „ლიონი’’ ევროლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს’’ შეხვდება. ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა შეხვედრას 10-დან 6 ქულა დაუწერა, რადგან ერთი გუნდის ბატონობა აშკარა იყო, ძალიან მაღალი...
ჟორჟის კარგი თამაში და ფონსეკას ემოცია
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ ევროლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ბუქარესტში „სტიაუას’’ 3:1 მოუგო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. მიქაუტაძემ ჩინებული საგოლე პასი შეასრულა, როდესაც ნიკოლას ტალიაფიკომ ანგარიში გახსნა. ეს 30-ე წუთზე მოხდა. ზემოთ ხსენებულ 68-ე წუთზე კი, როდესაც ჟორჟს მოედანი უნდა დაეტოვებინა, მასპინძლებმა ანგარიში გაქვითეს. გოლი ალექსანდრუ ბალოტამ შეაგდო....
მიქაუტაძის მწვრთნელის მოულოდნელი გახელება
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა’’ პრინციპულ და ნერვიულ შეხვედრაში „ბრესტს’’ 2:1 მოიგო, მაგრამ მატჩის მთავარი ამბავი მოედანზე კი არა, მოედნის კიდესთან განვითარდა: „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ მსაჯ ბენუა მიიოს (გვარი Millot-ის ფრანგული გამოთქმა ქართული ასოებით ყველაზე ზუსტად ალბათ ასე გადმოიცემა) შუბლი შუბლზე მიადო და უყვირა, რის გამოც ახლა შეიძლება შვიდთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. მატჩის დამთავრების შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა...









