ჭდე: ჟოაო სოუზა

Home ჟოაო სოუზა
ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო
ჩანაწერი

ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო

ჟენევაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე ეტაპიდან დატოვა. ჩვენებური პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 4:6; 3:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ბასილაშვილის იყო – მეტოქეს ჩაწოდებაზე ქულა აართვა, თუმც მალევე მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, ხოლო სეტის ბოლოს ერთხელაც დაბრეიკდა. მეორე სეტის შუაში სოუზამ მნიშვნელოვანი გეიმი მოუგო ბასილაშვილს, 5:2 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.