მაიკ ტაისონს აბა, რა დიდი წარდგენა სჭირდება. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიადესმა და უსკანდალურესმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ბოლო ბრძოლა 2005 წლის 11 ივნისს გამართა. როცა ყველას ეგონა, გიჟმაჟი მაიკი დაღვინდაო, 54 წლის ასაკში რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა და სასურველ მეტოქედ ისეთი კაცი დაასახელა, პრომოუტერ დონ კინგს ბევრი მილიონის მოლოდინში თმები ყალყზე დაუდგა. როი ჯონსი მაიკზე 4 წლით უმცროსია...
