მიუხედავად საშინელი ფინანსური მდგომარეობისა, რასაც უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვა, ფრანგული „მარსელის“ ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერებთან განშორებას არ აპირებს. „ტოვენი, პაიე და მანდანდა გუნდში რჩებიან. თუნდაც ჯარიმის გადახდად დაგვიჯდეს, ხმაურიან გაყიდვებს ჩვენგან არ ელოდეთ. გვინდა, ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანები ვიყოთ, თუმცა არც ეკონომიკური ფაქტორები გვავიწყდება. გუნდში შემდგომი ფინანსური ინექციები დაუშვებელია. განვითარების სტაბილურ ფაზაში უნდა გადავიდეთ,“ – განაცხადა „მარსელის“...
