რაღა თქმა უნდა, საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩამდე მესხზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა – საზოგადოებამ პატივი მიაგო ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის, „სარბიელის“ ყოფილი ჟურნალისტისა და რაგბის მემატიანის ზაალ გიგინეიშვილის ხსოვნას. რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, იმედს კი ვიტოვებდით, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებული ხათაბალა ჩვენს ბორჯღალოსნებს ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ იმავდროულად ვშიშობდით, რომ ნაკრების ახალწვეულები ან გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებულები შეთამაშებას...
