ინგლისური პრემიერლიგის ექვსი კლუბის პოზიციამ, შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას საფრთხე შეუქმნას. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენცია და ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის განახლებას. იქვე დაითქვა, რომ დარჩენილი შეხვედრები 8 ან 10 ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არც თუ ერთსულოვანი იყო. ადგილი აქვს ერთგვარ ბუნტს ცხრილის ფსკერზე მყოფი კლუბების მხრიდან. „ბრაიტონი“, „უოტფორდი“, „ვესტ...
