„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეიმი ო’ჰარამ უეფას კონფერენციის ლიგას უწოდა შეჯიბრება, სადაც ძაღლი და ღორია შეყრილი (იმ განსხვავებით, რომ ინგლისელები ღორის ნაცვლად იხვებს ამბობენ), რითაც პორტუგალიაში, „პასუშ დე ფერეირასთან“ 0:1 მარცხს პირი მობანა. „სფურზმა“ „პასუშ დე ფერეირასთან“ პირველი შეხვედრა წააგო, მაგრამ აქ ორი მომენტია აღსანიშნავი. ჯერ ერთი ლონდონელებმა მეორე შემადგენლობით ითამაშეს და მეორეც, 26 აგვისტოს...
