გერმანიის ნაკრები საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგურ მატჩებს ატარებას. ამჯერად ჰანსი ფლიკის გუნდი იაპონიისა (9 სექტემბერს) და საფრანგეთის (12 სექტემბერს) ნაკრებებს ეთამაშება. ფლიკმა ამ მატჩებისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახა „ბრაიტონში“ მოთამაშე 32 წლის პასკალ გროსი. სამაგიეროდ ბუნდესმწვრთნელის სიაში ამჯერად ვერ მოხვდნენ თომას მიულერი, მატიას გინტერი, ლუკას კლოსტერმანი, დავიდ რაუმი, ტიმო ვერნერი და...
