2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს. სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციის შესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა.. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო 2020-ის პარტნიორი „ტოიოტა”. ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელისგან იქნება შემდგარი,...
