სანაძლეო – სწორედ ასე თუ მოვნათლავთ შეთავაზებას, რომელიც ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ფეხურთელებს წერილობით დაუგზავნა. საუბარია ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე მომავალი წლის მარტის ჩათვლით. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში სრულად დაიბრუნებენ ამ თანხას, ევროპის ლიგაში მოხვედრით მხოლოდ ნახევარს და ევროსაგზურის გარეშე დარჩენისას – არაფერს. ფეხბურთელებმა შემხვედრი სამპუნქტიანი პირობა წამოაყენეს: 1. წავლენ ხელფასების შემცირებაზე, თუ ეს არ...
