ქვემოთ, ვიდეოზე დრამატულ მომენტს ხედავთ — ფოტოგრაფი, პირმშვენიერი ნური მარგუი მოზეიმე „ჟირონას” ავტობუსიდან ვარდებოდა, მაგრამ გადაარჩინეს. ახალგაზრდა ქალი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ სერიოზულად დაშავდებოდა. ის კატალონიური კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფია. „ჟირონა” პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ზეიმობდა. მან ფლეი-ოფის ფინალში „ტენერიფეს” აჯობა — შინ 0:0 ითამაშა, მაგრამ სტუმრად, კანარის კუნძულზე 3:1 მოიგო. რეგულარულ ჩემპიონატში „ჟირონა” მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ...
