შაბათს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი გამოტოვებული მატჩი გაიმართა. ორივეში ჩემპიონობის მაძიებლები ფლეი აუტის კანდიდატებს ხვდებოდნენ. „დინამომ,“ ერთობ მოსაწყენ შეხვედრაში, ნოდარ ქავთარაძის პენალტით მოუგო „სამტრედიას,“ უშუალო მდევართან ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებს, რადგან ბოლო ტურში უკვე გავარდნილ და უმოტივაციო „მერანს“ უმასპინძლებს. დინამოელებს პირველობისთვის „მერანთან“ ფრეც დააკმაყოფილებთ, რადგან ბათუმელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ....
ჭდე: ნოდარ ქავთარაძე
გადარჩა
ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...
ექვსქულიანამდე სამქულიანი…
მაშ ასე, ბოლო, ეროვნული ლიგის მეოთხე წრეც დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც კიდევ უფრო დაიძაბა. თბილისის „დინამომ“ მოულოდნელად გასავარდნ ზონაში მყოფ „სიონთან“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. არადა, თითქოს თბილისელთათვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ნახევარი საათის თავზე, გიორგი კუხიანიძემ თავურით ანგარიში გახსნა. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიზუსტე არ ეყოთ. ბოლო წუთები კი ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის საბედისწერო...
როგორ დამალა დინამომ გაბალა…
აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...
Россию умом не понять
აქციამ მიზანს უწია. ქართველი ფეხბურთელები გასული ტურის შეხვედრაში მოედანზე წარწერიანი მაისურებით გავიდნენ: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. რუსეთში კუდი აეწვათ და უეფასაც კი მიმართეს, რომ ქართული კლუბებისთვის ევროტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ. უეფას პასუხი ლაკონური იყო: „ჩვენი კომპეტენცია ჩვენი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე ვრცელდება, ეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა“. ჩვენი რიგი იყო...



