„ბოლტონი” გაქრობას გადაურჩა — არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებულმა შპს-მ სახელწოდებით Football Ventures, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” დრამერის ნიკ მეისონის დიდი შეწევნითა და დახმარებით თითქმის წყალწაღებულ კლუბს 10 მილიონი გირვანქა აუგროვა. ეს ცნობა „ბოლტონის” ფანობას გულზე მალამოდ მოედო. საქმე ის არის, რომ გარშემო შემაშინებელი მაგალითები ისმოდა. ამ დღეებში მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ თავისი რიგებიდან გაკოტრებული „ბერი”...
